საზოგადოება

დაძაბულობა ნიკა გვარამიასა და სოფო ნიჟარაძეს შორის

X ფაქტორის მენტორებს, სოფო ნიჟარაძესა და  ნიკა გვარამიას შორის აშკარად დაძაბული ურთიერთობაა. კონკურსის ფარგლებში მათი ურთიერთობა როგორ განვითარდება,  წინასწარ არავინ იცის:

სოფო ნიჟარაძე: მიუღებელია ჩემთვის ნიკას შეფასება. მან გადააჭარბა, გადააზედმეტა. შეიძლება არ მოგწონდეს ამა თუ იმ მომღერლის შესრულება, მაგრამ შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. ნიკას ბიჭებს იმდენად აქტიური გულშემატკივარი არ ჰყავთ, როგორც გიგის. მიუხედავად იმისა, რომ ავთო აბესლამიძე sms-ებით ლიდერობს, არ არის ისეთი ძლიერი, რომ ორივე Live ზედიზედ ლიდერი იყოს. რაც შეეხება მიშოს, კარგი მომღერალია, მაგრამ მუდმივად რაღაც პრობლემები აქვს. ასე რომ, ნიკას ისღა დარჩენია ჩემი კონკურსანტი აკრიტიკოს, რომ მისი ბიჭები წინა პლანზე წამოვიდნენ.

ნიკა გვარამია: მე ყოველთვის იმას ვიტყვი, რასაც ვთვლი სწორად და საჭიროდ და სხვა მენტორებისგან განსხვავებით, მხოლოდ ჩემს კონკურსანტებს არ დავიცავ“.

შეგახსენებთ, რომ „იქს ფაქტორის“ წინა ლაივზე გიგი ადამიშვილი გვარამიამ „მარტის კატას“ შეადარა, რაზეც გიგის მენტორს, სოფო ნიჟარაძეს მწვავე რეაქცია ჰქონდა.

იტვირთბა....