aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

წამებისა და სისტემური დანაშაულის შესახებ დასკვნა გამოქვეყნდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი ანგარიშს აქვეყნებს, სადაც – ”წარსულში ( 2004-12 წლებში) ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური დანაშაულის შესახებ” არის ნათქვამი.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ  შემაშფოთებელია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადაჭარბება), რაც ამ დრომდე ხდება  და არა სისხლის სამართლის კოდქსის 1441-ე (წამება) და 1443-ე (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა) მუხლებით.

”კომიტეტი შეშფოთებულია იმის გამო, რომ ზოგიერთი საქმე ჯერ კიდევ მიმდინარეა, მათ შორის: ა) 2006 წელს სამართალდამცავების/ციხის თანამშრომლების მიერ ძალის გადამეტება თბილისის მე-5 დაწესებულებაში მომხდარი წესრიგის დარღვევისას; ბ)არაადამიანური მოპყრობა თბილისის გლდანის დაწესებულებაში, ქსანის მე-15 დაწესებულებაში, ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში, რუსთავის მე-6 დაწესებულებასა და ზუგდიდის მე-4 დაწესებულებაში; გ) 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 15 ივნისისისა და 2011 წლის 3 იანვრის მშვიდობიანი შეკრების დაშლა ძალის გამოყენებით და მერეთისა (2012 წლის 26 ივნისი) და კარალეთის (2012 წლის 12 ივლისი) ინციდენტები, რომლის დროსაც ჟურნალისტებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, შემაშფოთებელია პრობლემა, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება ხდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადაჭარბება) და არა სისხლის სამართლის კოდქსის 1441-ე (წამება) და 1443-ე (არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა) მუხლებით”, – ნათქვამია დასკვნაში.

 

სამუშაო ჯგუფი წინამდებარე ანგარიშს გადასცემს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და წევრებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს სახალხო დამცველს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს საქართველოში; დოკუმენტი საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული საზოგადოებისათვის.

სამუშაო ჯგუფის მუშაობის საერთო ზედამხედველობას ახორციელებდა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

იტვირთბა....