კორცხელში მომხდარ ინციდენტს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი ეხმაურება.
კელი მომხდარის პოლიტიკურ ასპექტს უსვამს ხაზს და ბრალის წარდგენას მიესალმება. დიპლომატი განმარტავს, რომ საქმის გამოძიებისკენ ხელისუფლბას შეერთებული შტატებიც მოუწოდებდნენ.
„მთავარია, რომ ბრალი წარდგენილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებაა. როგორც იცით, ჩვენ თავიდანვე მოვუწოდებდით, შესაბამის სტრუქტურებს და მთავრობას, რომ ყოფილიყო გამოძიება ბოლომდე მიყვანილი და ის ძალადობა, რომელიც პოლიტიკის სახელით წარიმართა, დასაგმობი იყო და ჩვენ თავიდანვე მოვუწოდებდით, რომ სამართლის წინაშე წარდგენილიყვნენ ისინი, ვინც ამაზე პასუხისმგებლები იყვნენ. ძალიან მოხარული ვარ და გვსიამოვნებს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც გამოძიება დასრულდა, ბრალი წარდგენილი იქნა და ეს არის ახლა მთავარი.” – განაცხადა იან კელიმ.
შეგახსენებთ, კორცხელის ინციდენტში მონაწილე 6 სპორტსმენს ბრალი გუშინ გვიან ღამით წაუყენეს.

