ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

„ქართველებმა ეს არ უნდა მოითმინონ“-იან კელი „რუსთავი 2“-ის შესახებ

აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ „ქართველებმა ეს არ უნდა მოითმინონ“:

“რუსთავი 2″-თან დაკავშირებული პროცესები მინდა ამერიკულ და ქართულ კონტექსტში განვიხილო. მინდა აღვნიშნო რომ ასეთი სასამართლო პროცესები რომელიც წამყვან ოპოზიციურად განწყობილ მედია ორგანიზაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ამერიკაში რომ მომხდარიყო საარჩევნო წელს, და ახლა საარჩევნო წელია საქართველოშიც, და რომ ამ პროცესების შედეგად საფრთხის ქვეშ დგებოდეს წამყვანი ტელევიზიის ამჟამინდელი მენეჯმენტისა და მფლობელების საკითხი ამერიკული მხარე ამ პროცესების მიმართ არ იქნებოდა ტოლერანტული, სწორედ ამიტომ მინდა ნათლად ვთქვა, რომ იმ შემთხევაში თუ შესაძლებელია ამ პროცესების შედეგად შეიცვალოს ტელევიზიის მესაკუთრეები და მენეჯმენტი, ქართველებმა ეს არ უნდა მოითმინონ და ამ საკითხის მიმართ არ შეიძლება ტოლერანტული მიდგომა”-აცხადებს იან კელი.

იტვირთბა....