„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადების საპასუხოდ, რომელიც მმართველ გუნდში ”მოძველბიჭო” ჯგუფების არსებობას ეხებოდა, განაცხადა:
„პრეზიდენტის ეს განცხადება არ არის სამართლიანი და არ არის ობიექტური. პრეზიდენტმა კარგად იცის, თუ ვის აერთიანებს ჩვენი გუნდი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს განცხადება არის არასამართლიანი და არ არის კორექტული“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

