ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„კონკურენტ ტელევიზიაში რატომ მიხვედითო-რას ნიშნავს?!“

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში „მაესტროდან“ ჟურნალისტების ნაწილის გათავისუფლებას ეხმაურება:

 

“მედია თავისუფლებაა ხომ ქვეყანაში??????? ეს რას ნიშნავს? კონკურენტ ტელევიზიაში რატომ მიხვედითო,ამის გამო რომ ანთავისუფლებ სამსახურიდან უმაგრეს პროფესიონალებს და სხვა არხის მფლობელის ფულით რომ მაუწყებლობ,არა უშავს????????ეს რა არის…თეთრზე შავია უკვე ყველაფერი…ვიცოდი,რომ ეს რეპრესიები გარდაუვალი იყო….p.s—გაგრძელება იქნება”-წერს გრიგოლია.

შეგახსენებთ, რომ დღეს „მაესტროდან“ ბიზნესგადაცემების ჟურნალისტები, ბექა ბაციკაძე, თელარა გელანტია და ელენე კვანჭილაშვილი გაუშვეს. მიზეზად „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ მონაწილეობა დასახელდა.

 

 

იტვირთბა....