ყვარელში, ახალსოფლის მთებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს სამუშაობი ცხედრის გამოსაყვანად და პროზექტურაში გადასასვენებლად.
სავარაუდოდ, გარდაცვლილი შესაძლოა კახეთში რამდენიმე თვის წინ დაკარგული სამი მონადირიდან ერთ-ერთია.
შეგახსენებთ, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორის 4 მკვიდრი სანადიროდ 2015 წლის 28 დეკემბერს წავიდა. ერთი მათგანი სამი დღის შემდეგ დაბრუნდა, დანარჩენები კი ამ დრომდე არ დაკარგულებად ითვლებიან.

