ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კალიფორნიის უნივერსიტეტში სროლის დროს ორი ადამიანი დაიღუპა

ლოს-ანჯელესში კალიფორნიის უნივერსიტეტში სროლის დროს ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით,  ერთ-ერთი გარდაცვლილი თავდამსხმელია, მან თავი მოიკლა, მეორე კი პროფესორი, რომელიც სროლის დროს დაიღუპა.

შემთხვევის  დროს უნივერსიტეტის ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ. თავდამსხმელის ვინაობისა და მისი მოტივების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

იტვირთბა....