მსოფლიო

გოტჰარდის გვირაბი: მსოფლიოს ყველაზე გრძელი და ღრმა გვირაბი შვეიცარიაში გაიხსნა (ვიდეო)

მსოფლიოს ყველაზე გრძელი და ღრმა გვირაბი  გაიხსნა შვეიცარიაში. მისი მშენებლობა ორი ათეული წელი მიმდინარეობდა.

57 კილომეტრის სიგრძის გვირაბი, სადაც ჩქაროსნული მატარებელი ივლის,  ჩრდილოეთ და სამხრეთ ევროპას აკავშირებს.

ამ გვირაბით გადაიზიდება ის საქონელი, რაც აქამდე წლის განმავობაში სხვადასხვა სატვირთო ავტომობილით გადაადგილდებოდა.

გოტჰარდის გვირაბი იაპონიის  53 კილომეტრიან და დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის დამაკავშირებელ 50 კილომეტრიან გვირაბზე გრძელია.

გვირაბის გახსნის ცერემონიალმაც მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. მედიის ნაწილმა ცერემონიალი „უცნაურად“ და „საშიშად“ შეაფასა.

იტვირთბა....