კაცი რომ იყოს, პასუხს გავცემდი. მეტს ვერაფერს გეტყვით, – ეს განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, რაც ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ”ახალი მემარჯვენეების” ფრაქციაში ფულით იყო ნაყიდი.