“ეროვნული ფორუმის” ლიდერი გუბაზ სანიკიძე ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს აკრიტიკებს. მისი თქმით წერილი უვიცი კაცის დაწერილია.
„საშუალოზე დაბალი დონის თამადის სიტყვები. არის ძალიან სერიოზული უვიცობაც. აბსოლუტურად უნიჭო კაცის დაწერილია. აბსოლუტურად არაფერი ახალი ნათქვამი არაა: ზღაპრები, ზღაპრები და ზღაპრები…“ – განაცხადა სანიკიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
სანიკიძის თქმით, ოცნებას არ აქვს ჩამოყალიბებული ხედვები და მისი წევრები დილეტანტები არიან.
„ჩვენ გვაქვს საქმე იმასთან რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ავადმყოფობა გაგრძელდება და გაძლიერდება, ეს არის ქრონიკული დილეტანტიზმი. ჩემთვის გამოცანად რჩება როგორ მიდის ქვეყანა 2030 წლამდე? ამ წერილის გამოქვეყნებით ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დაიპატარავა თავისი მასშტაბები. ამის შემდეგ რაც მოხდება, მას დაბრალდება. მას შეეძლო მიღმა დარჩენილიყო, მაგრამ ის აღმოჩნდა „ოცნების“ ერთ-ერთი წევრი“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.