ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ევროკავშირი აფერხებს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას

ევროკავშირი აფერხებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას საემიგრაციო კრიზისთან დაკავშირებული საფრთხეების გამო, – სტატიას ამ თემაზე სააგენტო REUTERS აქვეყნებს და წყაროდ ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელს ასახელებს.

“ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეაყოვნეს საქართველოსთვის სამოგზაურო წესების გამარტივება ოთხშაბათს და ასეთივე შეფერხებებს უნდა ელოდონ თურქეთი, უკრაინა და კოსოვო, რადგან ბლოკი ფრთხილად ეკიდება საკითხს საიმიგრაციო პრობლემების გამო,” – ნათქვამია სტატიაში.

ევროკავშირის წარმომადგენელმა ბრუსელში განაცხადა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას, გუშინ გამართულ შეხვედრაზე გერმანია და საფრანგეთი შეეწინააღმდეგნენ.

“ჩვენ არ გვსურს შევაჩეროთ პროცესი, უბრალოდ გვინდა სიფრთხილე გამოვიჩინოთ.”- აცხადებს REUTERS წყარო ინტერვიუში.

იტვირთბა....