ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

„მზად ვარ, სიმბოლურად, 80 თეთრად ვიმუშაო“

 

„ვფიქრობ, რომ არ არის სწორი შიდა მიმოწერის გასაჯაროვება, რადგან კვლავ ფინანსურ საკითხზე მახვილდება ყურადღება. მე მზად ვარ, სიმბოლურად, 80 თეთრად ვიმუშაო, მხოლოდ იმიტომ, რომ პროექტები გაგრძელდეს. დაველოდები ხელმძღვანელობის პასუხს”, – ეს კომენტარი გიორგი  ისაკაძემ 2030.news-თან გააკეთა. ისაკაძე ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემების – “საქმიანი დილისა” და “ბიზნესკონტაქტის” ყოფილი მენეჯერი გიორგი ისაკაძე „მაესტროს“ გენერალური დირექტორის, ზურაბ ნაყეურის მიერ მიმოწერის გასაჯაროებას არასწორად მიიჩნევს.

მისივე თქმით, არსებობს სხვა მიმოწერებიც, რომელიც ნაყეურმა არ გამოაქვეყნა.

“ფინანსური საკითხი იყო ორი: ერთი – როცა გაკოტრების საქმის დროს მე კრედიტორიებში ვიყავი მოხსენიებული. მეორე თემა ეხებოდა, ჩემი, როგორც წამყვანის ანაზღაურებას. ამ თემაზეც, ცხადია, იყო მიმოწერა. მას შემდეგ, რაც ეს მიმოწერა შედგა, არსებობს კიდევ სხვა კორესპოდენციები, არსებობს სხვა შეხვედრები, რაზეც ყველა საკითხი, მათ შორის ფინანსური, იყო გავლილი და შეთანხმებული. გავლილი და შეთანხმებული იყო ასევე „აუთსორსის“ თემა”, – განაცხადა ისაკაძემ.

 

 

იტვირთბა....