ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვაზისუბანში ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა

ვაზისუბანში, ერთმანეთს ხუთი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. თავდაპირველად ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შემდეგაც ისინი უკვე მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ მანქანებსაც შეეჯახნენ.

დაშავებულები სხეულის მსუბუქი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

იტვირთბა....