ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სპორტი

აფხაზეთის სურვილზე ფიფაში გაწევრიანებაზე, მინისტრის მოადგილე პასუხობს

ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ფიფაში გაწევრიანების მოთხოვნის გაგზავნის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რევაზ ჯაველიძემ ბავშვებზე ზრუნვის მიმართულებით ანგარიშის წარდგენამდე კომენტარი გააკეთა:

“რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე გვაქვს ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო აღიარება ნებისმიერი ქვეყნიდან. ვფიქრობ, ეს უბრალოდ დროის ტყუილი ხარჯვაა იმ ორგანიზაციის მხრიდან და ამ ქვეყნის მხრიდან, ვინც ამ განცხადებით შევიდა ფიფაში. აქ პოზიცია ცალსახაა, ჩვენ არ ვაღიარებთ მსგავს განაცხადს, მსგავს მიდგომას და იმედი მაქვს, ფიფასაც მსგავსი პოზიცია ექნება”, – განაცხადა ჯაველიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება.

იტვირთბა....