ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„გახსნა მანქანის კარი და გადახტა“: მძღოლი დეტალებს ყვება – როგორ და რატომ გადახტა მტკვარში ქალი

 

რუსთავში, ცენტრალური ხიდიდან მდინარე მტკვარში გადამხტარ 44 წლის ქალზე, თვითმხილველი ტაქსის მძღოლი, რომელმაც ქალი სახლიდან წამოიყვანა,  შემდეგ ინფორმაციას ასაჯაროებს მედიასთან:

„აქ რესტორანია, მთხოვა იქ ავიდეთო, კონსტიტუციის ქუჩით ამოვედი, გზა დაზიანებულია და ნელა მივდიოდი. მოულოდნელად გახსნა მანქანის კარი და გადახტა. მანამდე ქვითინის ხმა მომესმა, ტელეფონზე ვიღაცას ეკამათებოდა”- აღნიშნა მძღოლმა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალის გადასარჩენად, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმიდნრეობდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო სამსახური და პოლიცია, თუმცა ქალის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

 

 

 

იტვირთბა....