“არავის აინტერესებს შენი ეკონომიკური პროგრამა ბატონო ზურაბ, იმიტომ რომ შენ ბიძინა ივანიშვილის გაგრძელება ხარ. გირჩი არის ოცნების სატელიტი…” – ასე მიმართა “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ყოფილ ნაციონალს, ამჟამად მოძრაობა “გირჩის” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს.
საპასუხოდ, ჯაფარიძემ ცისკარიშვილს უთხრა, რომ “ფეხზე ჰკიდია, ვინ რა ჭორებს უვრცელებს გირჩს”.
“ნაციონალები იქნებით, თუ ოცნებელები მოგიწევთ პასუხი გასცეთ მოსახლეობას და ელაპარაკოთ მათ ეკონომიკაზე. რა გამარჯვებაზე მელაპარაკებით თქვენ და ნაციონალები, 4 წელია ერთ ადგილზე ხართ გაყინული. ჩემთან მაინც ნუ ამბობთ, მე ხომ ვიცი ყველაფერი…” – უპასუხა ჯაფარიძემ ცისკარიშვილს ინგა გრიგოლიას პირდაპირ ეთერში.