მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე „რუსთავი 2”-ის საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სასამართლოს ეზოში შეკრებილ საზოგადოებას სოციალური ქსელით მიმართავს:
“კომედია არ არის “რუსთავი 2”-ის აქციაზე მისული ხალხი, მურუსიძეზე და გირგვლიანის თემაზე, რომ ლაპარაკობენ? თან როგორი აღშფოთებულები! ზაალ უდუმაშვილო! ერთხელ თუ გიხსენებია 10 წლის მანძილზე ან სასამართლო, ან გირგვლიანი.
“იმედს” რომ არბევდნენ შენ და დიანა ეთერში იყავით და დიდხანს ველოდი, რომ მოიხსნიდით ყურსასმენს და კოლეგების მხარდასაჭერად პროტესის ნიშნად დატოვებდით სტუდიას, მაგრამ უსირცხვილოდ გააგრძელეთ გადაცემის წაყვანა. რუსთავი ორის დამცველებო! ერთმანეთს რომ უყურებთ მანდ, არაფრის არ გრცხვენიათ? არაფერი გახსენდებათ ერთმანეთის დანახვაზე? თურმე რუსთავი ორზე გადის სიმართლის, ობიექტურობის, არჩევნების ლეგიტიმურობის და თავისუფალი სიტყვის ზღვარი!
ცირკია ნამდვილი ცირკი! უტიფრობის ზეიმია! ხალხის და საზოგადოების სახელით როგორ ბედავთ ლაპარაკს! თქვენი ხელობა მარტო ღვარძლზე, შურზე, ტყვილზე და ბოროტებაზეა ორინტირებული, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდება, რადგან საბოლოოდ ბოროტებას მაინც სიკეთე და სიმართლე ამარცხებს!” – წერს ნანა ლორთქიფანიძე.
შეახსენებთ, რომ მიმდინარეობს „რუსთავი 2“-ი სასამართლო პროცესი, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელი, ქიბარ ხალვაში, მის დაბუნებას ითხოვს.