„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი სახე, ირინა ფრუიძე, გაზეთ „ვერსიასთან“ საუბარში ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ პასუხობს:
– ის რამდენად მართებულად მიგაჩნიათ, რომ თქვენი გუნდი ახლა, ქვეყნისთვის კრიტიკულ საარჩევნო პერიოდში, პარლამენტში ერთმანეთს იმაზე ხოცავს, ოჯახი ქალისა და მამაკაცის კავშირია თუ არა?
– ეს საკითხი არათუ დღესაა აქტუალური, არამედ საქართველოში კიდევ ძალიან დიდხანს არ იქნება და ვერანაირ საშიშროებას ვერ ვხედავ. მსმენია, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ევროკავშირში შესვლა და ასოცირების პროცესი გვავალდებულებს. ყველას ვარწმუნებ, ეს აბსოლუტური ტყუილია და ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ეს ლეგალიზებული არაა, ევროპაში კი კვლავ შიდადისკუსიის თემაა. ამაზე მსჯელობა ჩვეულებრივი პროცესია და ამ საკითხს ჩვენი მომავალი თაობები ისე გადაწყვეტენ, როგორც საჭიროდ ჩათვლიან. დღეს კი ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს თემა აქტუალურია. ალბათ, ზოგიერთი ადამიანისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა.“ – ამბობს ირინა ფრუიძე.