რუსთავში, 44 წლის ქალის შემდეგ, ასევე რუსთავში, მდინარე მტკვარში დღეს მამაკაციც გადახტა.
როგორც სხვადასხვა საგენტომ გაავრცელა, მამაკაცი საპატრულო ეკიპაჟის დახმარებით ამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფში გადაიყვანა.
„მეტრონომს“ შსს -ში განუცხადეს, რომ მამაკაცი ექსტრემალია, ის საკუთარი სურვილით, მორიგი სპორტული მიზნით გადახტა და თავად ამოვიდა. როგორც შსს-მ აღნიშნა, მამაკაცს გაუკვირდა მის მიმართ გამოხატული ინტერესი, რადგან მანამდეც ხშირად მიმართავდა ექსტრემალურ სპორტს.
რაც შეეხება ქალბატონს, ცნობილია, რომ წუხელ, გვიან ღამით, მდინარე მტკვარში ქალაქის ცენტრალური ხიდიდან 44 წლის ქალიც გადახტა, რომლის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს.

