ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხაშურში ბათქაში ჩამოიყარა: დაშავებულია რამდენიმე მოსწავლე

ხაშურში მეოთხე საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის დროს სამი მოსწავლე დაშავდა.

ბიბლიოთეკაში საზეიმო ღონისძიების დროს ჭერიდან ბათქაში ჩამოიყარა, რის შედეგადაც ბავშვებმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

მშობლების თქმით, შენობა უკვე წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და ისინი ახალი სკოლის აშენებას ითხოვენ. დირექტორის განცხადებით კი, შენობის რეაბილიტაცია რამდენიმე კვირაში დაიწყება.

იტვირთბა....