ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გიორგი ისაკაძე: მზად ვარ ერთ ლარად დავრჩე მაესტროში

გიორგი ისაკაძე „მაესტროს“ ხელმძღვანელობას სთავაზობს, რომ სიმბოლურ თანხად, 1 ლარად დარჩეს ტელეკომპანიაში პროექტების ხელმძღვანელად, თუკი ბიზნეს გადაცემები არსებული თანამშრომლებით გააგრძელებს მაუწყებლობას.

„მე შემიძლია დავადასტურო, რომ ამ ყველაფერში მიღმა არის პირადი ინტერესებიც. ამაზე განცხადებას სასამართლში გავაკეთებ.

ამ მეილში ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ აუთსორსი ამ გადაცემის ვერ მოხდებოდა, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით. დღეს ბიზნეს გადაცემები არის ფაქტიურად ამ ორომტრიალის ნაწილი.

მე მივმართავ მაესტროს მესვეურებს და მათ ვისაც ხელეწიფება ეს გადაწყვეტილება: მათ ძალიან კარგად იციან რომ არანაირი პიროვნული სიახლოვე არ გვაკავშირებს, ისევე როგორც არანაირი განსაკუთრებული ხალისი რომ შ.პ.ს. მაესტროს თანამშრომელი ვიყო არაა, – მე მინდა წერტილი დავუსვა ერთ რამეს. დღეს გადაცემების თანამშრომლებმა თქვეს, რომ წყალგამყოფი გადის, რადგან ნახსენები იყო უკვე სიტყვა სარედაქციო პოლიტიკა და ბევრი სხვა რამ, ასევე რომ გიორგი ისაკაძე უნდა იყოს პროექტების ხელმძღვანელი.

თუ თქვენ მზად ხართ და არ გამოძრავებთ სხვა მიზნები ამ გადაცემებთან დაკავშირებით და მზად ხართ პირუთვნელად იქნეს შენარჩუნებული ბიზნეს გადაცემების ის ტრენდი რასაც რეალურად აქამდე აკეთებდა, – მე გიორგი ისაკაძე ვაცხადებ: თქვენ გაწყვიტეთ ცალმხრივად კონტრაქტი და ეს მიღებულია. მე გთავაზობთ და მზად ვარ,  1 ლარად დავრჩე ამ გადაცემების ხელმძღვანელი, ოღონდ პროექტებმა ამ თანამშრომლებთან ერთად გააგრძელონ მაუწყებლობა. რადგან თანამშრომლებისთვის წყალგამყოფია ის, რომ ისინი ეთერში აღარ დაბრუნდებიან თუ გიორიგ ისაკაძე არ იქნება მათი ხელმძღავნელი. ახლა არჩევანი თქვენზეა“, – განაცხადა ისაკაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში “არჩევანი”.

იტვირთბა....