ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტაქსის მძღოლმა დაინახა: მტკვარში ქალი გადახტა

უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში. ხიდიდან მტკვარში ქალი გადახტა. შემთხვევა ქალაქის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზე მოხდა.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შემთხვევას ჰყავს თვითმხილველი, ტაქსის მძღოლი, რომელმაც ახალგაზრდა ქალი სახლიდან წამოიყვანა. ტაქსის მძღოლის თქმით, დანიშნულების ადგილზე მიყვანამდე ქალი მანქანიდან გადახტა.

ქალის ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.

წყარო: primetimenews.ge

იტვირთბა....