ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გვარამიას არ უნდა ჰქონდეს საუბრის ასეთი გონორი“

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ამ ინსტიტუციებს შეურაცხყოფას აყენებს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელიც იმ ყველაფრის შემოქმედია, რაც 2007 წელს ხდებოდა.

„არის სასამართლო პროცესი, გვაქვს ინსტიტუციები. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ამ ინსტიტუციებს შეურაცხყოფას აყენებს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი. იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რას ამბობს იგი პრემიერ-მინისტრის მისამართით. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა გვაქვს და ყველაფერი შეიძლება, მაგრამ მეორეს მხრივ, მოსახლეობა ამას უყურებს. ადამიანი, რომელსაც დღეს ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს საუბრის ასეთი გონორი, ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ ყველაფრის შემოქმედი, რაც 2007 წელს ხდებოდა, სამწუხაროდ, ასე საუბრობს“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” სააპელაციო სასამართლოში  ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან “რუსთავი 2”-ის წილის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

იტვირთბა....