ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“რუსთავი2”- ის საქმის განხილვა 3 ივნისს გაგრძელდება

“რუსთავი 2”-ის საქმის დღევანდელი სხდომა სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ამ დროისთვის კოლეგიას საკუთარი არგუმენტები “რუსთავი 2”-ის, ძმები ყარამანიშვილებისა და “ტვ საქართველოს” წარმომადგენლებმა უკვე გააცნეს.

რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ “რუსთავი 2”-ის საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო გააგრძელებს 3 ივნისს 14:00 საათზე. პროცესი გაგრძელდება ქიბარ ხალვაშის ადვოკატის სააპელაციო პოზიციის მოსმენით.

შეგახსენებთ, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” სააპელაციო სასამართლოში  ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან “რუსთავი 2”-ის წილის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

იტვირთბა....