ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

თავდამსხმელები ხორცს ისროდნენ: BBC-ის ჩვენი შსს-დან ინფორმაციის მიღება გაუჭირდა

თბილისში ვეგეტარიანულ კაფეში მომხდარ თავდასხმაზე BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთ ვეგეტარიანულ კაფეში ადამიანთა ჯგუში შეიჭრა. თვითმხილველების განცხადებით, თავდამსხმელები იქ მყოფებს ხორცს ესროდნენ.

კაფის მომსახურე პერსონალის მტკიცებით თავდამსხმელები ნეო-ნაცისტური ჯგუფის წევრები არიან.

ამ ადამიანების თქმით, პოლიცია დაგვიანებით მივიდა და იმის მაგივრად ეჭვმიტანილები დაეკავებინა, საკმაოდ აგრესიულად ექცეოდა კაფის სტუმრებსა და მომსახურე პერსონალს.

აღმოჩნდა, რომ შსს-დან ოფიციალური ინფორმაციის მიღება ქართული პრესის მსგავსად BBC-ც გაუჭირდა. როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მედიასაშულება იტყობინება, ამ დრომდე ცდილობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის მიღებას იმასთან დაკავშირებით მიმდინარეობს თუ არა გამოძიება კაფეში მომხდარ თავდასხმაზე.

 

იტვირთბა....