ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

აბაშიძის ქუჩაზე ღამის საათებში სროლის ამსახველ ვიდეოს შსს ეხმაურება (ვიდეო)

შსს ინტერნეტში გავრცელებულ ცნობილ ვიდეოს ეხმაურება, სადაც ასახულია აბაშიძის ქუჩაზე, ღამის საათებში, მოქალაქეთა კონკრეტული ჯგუფის მიერ სხვადასხვა კანონის დარღვევა.

შსს განცხადებას ავრცელებს:

„გვსურს, გავაკეთოთ განმარტება სხვადასხვა მედიასაშუალებით  გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც 2016 წლის მარტში, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს ეხება.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საინფორმაციო სააგენტოებში გაჟღერებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირი თითქოს შს მინისტრის მოადგილის პირადი მძღოლი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა შსს-ს სამეურნეო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლი თ.ჯ., რომელიც შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ დაუყოვნებლივ იქნა დათხოვნილი სამსახურიდან.

აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველმა განყოფილებამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლით (ხულიგნობა).

იარაღს, რომლიდანაც ინციდენტის დროს ჰაერში გასროლა განხორციელდა, ჩაუტარდა ბალისტიკური ექსპერტიზა. ეს იყო აირის პისტოლეტი, რომელიც თ.ჯ.-ს შენახვა-ტარების უფლებით ჰქონდა გაფორმებული.“

იტვირთბა....