გიორგი ისაკაძის “მაესტროდან” გათავისუფლებას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“როცა რუხაძეს (და არა გრეჩიხებს) მიჰქონდა მაესტრო, პირველივე დღეს ვიწინასწარმეტყველე, რომ ,,მაესტროზე,, რეპრესიები დაიწყებოდა…. რატომ არ მიკვირს? აქაც ეპოსტოლარული ჟანრი ამოქმედებულა((((( კიდევ ბევრს მიუვა ასე წერილის სახით ცნობა სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ… ზუსტად ვიცი” წერს გრიგოლია.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია “მაესტროს” დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა “ბიზნესკონტაქტის” ავტორი და წამყვანი გიორგი ისაკაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.