.
დღეს დილით, 9 საათზე, მატარებლიდან გამოსვლის დროს მოკლეს უკრაინის მიერ გათავისუფლებული რუსეთის „გრუს“ აგენტად წოდებული ევგენი ეროფეევი. თვითმხილველმა ეროფეევი შავ სამოსში ნახეს, რომელიც მატარებლიდან გამორბოდა, რის შემდეგაც ორი სროლა განხორციელდა.
ეროფიეევი სახლში ბრუნდებოდა. როგორც ირკვევა, ამის შესახებ მისმა მკვლელებმა იცოდნენ. ერთი ტყვია მას ზურგში ესროლეს, ხოლო მეორე, საკონტროლო-გულში. ეროფიეევი ადგილზე გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით შესაძლო მკვლელი რუხი ფერის 09 მარკის „ჟიგულიში“ ჩაჯდა და ადგილიდან მიიმალა. ამ მომენტისთვის ავტომობილი ნაპოვნია, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლთან. შემთხვევის ადგილზე პოლიციელები მუშაობენ, სადაც შეკრებილ ხალხს არ უშვებენ.
თუმცა, უკვე რუსეთში დადის ხმები, რომ ეს შეკვეთილი მკვლელობა იყო და ის პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, რადგან ეროფეევმა ძალიან ბევრი რამ იცოდა.
reukraine.in.ua

