ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “ბიზნეს კონტაქტისა” და “საქმიანი დილის” ავტორი და წამყვანი გიორგი ისაკაძე ტელეკომპანიიდან გაუშვეს. – ამ ინფორმაციას “პირველი რადიო „ ავრცელებს.
სააგენტოს მიხედვით, ისაკაძეს სამსახურიდან გაშვების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტით შეატყობინეს. გათავისუფლების ბრძანება ისაკაძეს, ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა გაუგზავნა.
“ბიზნეს კონტაქტის” თანამშრომლები მომხდართან დაკავშირებით განცხადებას 12:30 საათზე გააკეთებენ.