aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა სამართალი

ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესზე არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. როგორც “მეტრონომის” კორესპოდენტი სასამართლოდან იტყობინება გვარამია დარბაზიდან მანდატურებმა გაიყვანეს.

გვარამიამ მოსამარლეებს უთხრა, რომ განაჩენი უკვე არსებობს და მას ეს წაკითხული აქვს. მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ თუ მას ეს განაჩენი ჰქონდა, მაშინ როცა სასამართლო დასაბუთებულ განაჩენს გამოიტანდა, გვარამიას წარმოედგინა განაჩენის   დალუქული  ვერსია და თუ ერთმანეთს დაემთხვეოდა მოსამართლემ თანამდებობის დატოვების პირობა დადო. ამის შემდგომ,  ნიკა გვარამიას სურდა საპასუხო განცხადება გაეკეთებინა, თუმცა პასუხის გაცემის საშუალება მოსამართლე ნატა ნაზღაიძემ არ მისცა. ამის შემდგომ გვარამიას სასამართლო დარბაზის დატოვება მოუხდა.

შეგახსენებთ, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” სააპელაციო სასამართლოში  ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან “რუსთავი 2”-ის წილის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

იტვირთბა....