ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა: 32 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

 

თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში 32 წლის ვასილ რაზმაძე გარდაცვლილი იპოვეს.

რაზმაძე ერთდღიანი ძებნის შემდეგ სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

“მშრომელი და წესიერი კაცო იყო, ოჯახი ერთი დღე ეძებდა და გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზაც ჩაუტარდა. ალბათ დადგინდება რა მოხდა”, – აცხადებს სოფელ კურდღელაურის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი გურამ ბახურაული.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა.

იტვირთბა....