პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ნინო გოგუაძე, „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, „მეტრონომთან“ საუბრობს. გოგუაძის განცხადებით, სასამართლო „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ წინასწარ დაკვეთილ განაჩენს გამოიტანს:
„ჩვენ ეჭვი არ გვეპარებოდა თავიდანვე, რომ ეს პოლიტიკური პროცესი იყო და სასამართლო ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთას. როგორ ასრულებს სასამართლო დაკვეთას, როცა პოლიტიკური გადაწყვეტლება მიღებულია, ჩვენ კარგად ვიცით. არაფერს გამოვრიცხავთ, პროცესი ფორსირებულად მიმდინარეობს და დღეს თუ ხვალ, ის განაჩენი, რაც ივანიშვილმა „რუსთავი 2“-ს გამოუტანა, სასამართლოზე აუცილებლად გაჟღერდება.
თუ გავიხსენებთ როგორ მიმდინარეობდა პირველი ინსტანციის სასამართლო, როგორი საოცარი გადაწყვეტილებები მიიღო მოსამართლემ, რომელიც მერე თვითონვე გააუქმა, ნათელია, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს მოსამართლე ვერ იღებს. მან დაკვეთა შეასრულა უნიჭოდ. ეს გრძელდება მურუსიძის სასამართლოში და მურუსიძე დაინიშნა აქ იმიტომ, რომ მან შეასრულოს დაკვეთა.“
დღეს „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი განახლდა. საქალაქო სასამართლოსთან ტელეკომპანიის თანამშრომლები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. როგორც გუშინ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დააანონსა, დღეს შესაძლოა ტელეკომპანია სასამართლომ წართმეულად დაასახელოს.
შეგახსნებეთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე სარჩელი მის ყოფილ მფლობელ, ქიბარ ხალვაშს აქვს შეტანილი.