ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

„მეტრონომი“ სასამართლოდან: „შეიძლება სასამართლომ დღეს გამოაცხადოს გადაწყვეტილება“

 

დღეს „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი განახლდა. საქალაქო სასამართლოსთან ტელეკომპანიის თანამშრომლები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.  როგორც გუშინ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დააანონსა, დღეს შესაძლოა ტელეკომპანია სასამართლომ წართმეულად დაასახელოს.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი „მეტრონომთან „საუბარში აღნიშნავს, რომ მასაც იგივე მოლოდინი აქვს:

„რაც ჩაიდინა გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ, პრაქტიკულად დაცვის მხარეს 22 საათიანი ვადაც კი არ მისცა, რომ საკუთარი პოზიციები შეეჯერებინა. ამით ყველაფერი ნათელია. ნათელია არამხოლოდ წინასწარ მიღებული გადაწყვეტილებები, არამედ კონკრეტული  ვადები, რომელსაც გამოაცხადებს სასამართლო. ყველაფერია მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გარკვეული პროცესუალური საკითხებია გასავლელი სასამართლოს მიერ, სასამართლომ დღეს გამოაცხადოს გადაწყვეტილება“. – აღნიშნა უდუდმაშვილმა.

შეგახსნებეთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე სარჩელი მის ყოფილ მფლობელ, ქიბარ ხალვაშს აქვს შეტანილი.

 

იტვირთბა....