ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თეთრ სახლში განგაშია – შენობა ნაწილობრივ ბლოკირებულია

ვაშინგტონში, თეთრ სახლში განგაში გამოცხადდა. შენობა ნაწილობრივ ბლოკირებულია.

„როიტერის“ ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, განგაშის მიზეზი შენობასთან აღმოჩენილი საეჭვო პაკეტი გახდა.

ჟურნალისტებს შენობის დატოვების უფლებას არ აძლევენ. შენობის გარეთ კი, საავარიო-სამაშველო სამსახურების ავტომანქანებია მობილიზებული.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის, საეჭვო ნივთის შემოწმება მიმდინარეობს.

იტვირთბა....