„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შეფასებით, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში მოყვანილი ეკონომიკური ციფრები დამახინჯებულია.
„ეს მოხსენება მთლიანად აცდენილია რეალობას. მრავალი დამახინჯებებია სტატისტიკურ ციფრებში – არ არის სწორი მშპ-სთან მიმართებაში. იგივე ეკონომიკური კრიზისის მაჩვენებლები, ვალუტასთან დაკავშირებული რიცხვები და ა.შ. და მეორე მხრივ, იგი არ ასახავს დღევანდელ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას, რომლამდეც ამ ოთხი წლის მანძილზე ქვეყანა და მთელი მოსახლეობა მიიყვანა.
ამიტომ, ამას შეიძლება უფრო მეტად ვუწოდოთ ილუზიები. სურვილები, რომელიც არ განხორციელდა. გოგა ხაინდრავას ფილმის სათაურს თუ დავესესხებით ეს არის „ოცნებების სასაფლაო“,-აცხადებს რომან გოცირიძე.