უახლოესი ერთი კვირა კვლავ კოსმიური შტორმია. ამ დროს ჯანმრთელობას განსაკუთრებით უნდა გაუფრთხილდეთ. დაძაბულობა, ფსიქო-ემოციური ფონი მატულობს. საჭიროა ამ პერიოდის მშვიდად გატარება. ფარული მტრების დროა.
ვერძი-მთავარი გამოცდა პარტნიორულ ურთიერთობებში ელის. განგება გამოცდას უწყობს ტაქტის, დიპლომატიის უნარის გამოვლენაში. მისი ჩვევის გამო, ფული უყაირათოდ ხარჯოს, შეიძლება ფინანსურ დანაკარგებზე გავიდეს.
კურო-მასაც ფინანსური დანაკარგების ტენდენცია აქვს, ამიტომ ამ კვირას უარი თქვას ფინანსურ გარიგებებზე.
ტყუპები- ფავორიტია ნიშანია ამ კვირას. ენერგოტონუსი მაღალი აქვს. მაგრამ რადგან პერიოდი ზოგადად რთულია, მათთვისაც პარტნიორული კონფლიქტების მაღალი ალბათობაა. ამიტომ ამ მხრივ სარისკო მოქმედებს ნუ დაიწყებს.
კირჩხიბი-ენერგოტონუსი დაბალი აქვთ, ამიტომ სერიოზული ბიზნესსაკითხები ამ კვირას არ წამოიწყონ. ფრთხილად, წინდახედულად გავლონ ეს პერიოდი, მეტად დაისვენონ.
ლომი-საერთო მონაგარი შეიძლება უსამართლოდ განაწილდეს, ამიტომ განაწყენდებიან. მათთვის კონფლქტების ტენდენცია მაღალია, ამიტომ თავდაჭერა მართებთ. კოლექტიურ საქმიანობაში ნუ ჩაერთვებიან.
ქალწული-კრიტიკოსები მოუმრავლდებიან და დაელოდებიან რომ შეცდეს, რათა მათ წინააღმდეგ გაილაშქრონ. ამიტომ ფრთხილად იყვნენ.
სასწორი-ამ კვირის მეორე ფავორიტია. ენერგიული, აქტიური, შარმიანია. პირადი ურთიერთობებისთვის კარგი პერიოდია. მაგრამ ის იმდენად შემოქმედი ხდება, რომ საზოგადეობა მუდივად დააბრუნებს მიწაზე და მისგან პრაგმატიზმს მოითხოვს.
მორიელი-ამ კვირას ფინანსური დანაკარგები აქვს, მის მოტყუებას ეცდებიან. არ ჩაერთოს ფინანსურ ოპერაციებში. ახლობლებთან ურთიერთობას მეტი ყურადღება დაუთმოს.
მშვილდოსანი-განსაკუთრებულად ემოციური და დიქტატორული ხდება. ეს დაძაბავს ურთიერობებს. სხვათა სისუსტეებს ლმობიერად უნდა შეხედოს.
თხის რქა-შრომისუნარიანი და მომთმენია, მაგრამ ამ კვირას ისევ მარტოსული რჩება. ეს ნიშანი არასდროს ეცემა. მიზანს მაინც მიაღწევს. თუმცა მა კვირას ახალი საქმე არ დაიწყოს.
მერწყული-ერთ-ერთი ფავორიტია ამ კვირაში. აქტიური და ენერგიულია, მაგრამ ზედმეტად მომთხოვნი არ გახდეს სხვათა მიმართ. იმიტომ რომ დაძაბულობას გამოიწვევს გარშემომყოფებში.
თევზები-მაქსიმალური ყურადღება პარტნიორულ ურთიერთობებში დაძაბულობა მატულობს. საქმეებში შეიძლება ქაოსმა დაისადგუროს. სერიოზული საქმეები მინიმუმ ორი კვირა მაინც არ დაიწყონ.
„იმედი“