საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წერილს მორიგ ტყუილს უწოდებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი.
პარტიაში ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ფარული გზით მართვაში, ეროვნული სიმდიდრეების მიტაცებაში და მასმედიის დევნაში ადანაშაულებენ. მათ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვთ.
ჰააგის სასამართლოს პარტია მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმართავს.