ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ოდესაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 11 ადამიანი

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ოდესაზე განხორციელებულ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქის ერთ-ერთ სამშობიარო სახლში სახურავი ჩამოინგრა და პრიმორსკის რაიონში საცხოვრებელი შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა. კერძოდ, მაღალსართულიან შენობებში აივნები დაინგრა და ზედა სართულებზე ხანძარი გაჩნდა. ასევე, კერძო სექტორში საცხოვრებელ შენობებში ხანძარი გაჩნდა, რამაც 10-ზე მეტი მანქანა დააზიანა. ხანძარი ამჟამად ჩამქრალია, სამშობიარო სახლის პერსონალი და პაციენტები კი – ევაკუირებული.

იტვირთბა....