აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა, შესაძლოა, უარი თქვას ნატო-ს მოკავშირეების დაცვის ვალდებულებაზე. მან ნატო-ს წევრები გააკრიტიკა იმისგამო, რომ ირანში ომს მხარს არ უჭერენ.
“ჩვენ წელიწადში ასობით მილიარდ დოლარს ვხარჯავთ ნატო-ზე, ასობით მილიარდ დოლარს მათ დაცვაზე და ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებოდით, მაგრამ ახლა, მათი ქმედებების გათვალისწინებით, არ მგონია, ეს აუცილებელი იყოს. რატომ უნდა ვიყოთ მათ გვერდით, თუ ისინი ჩვენთან არ არიან?“ – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

