ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„2 წლის განმავლობაში ჩურჩულით ველაპარაკებოდით ერთმანეთს“

ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში, რომელიც 2016 წლის 30 მაისს გამოქვეყნდა, ხელისუფლებაში მოსვლის მიზეზებს განმარტავს:

„ჩვენს გულგატეხილ თანამოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რომ რასაც სააკაშვილი სჩადიოდა, იმას საერთო არაფერი აქვს არც დასავლეთთან, არც დემოკრატიასთან და არც ლიბერალიზმთან.
2011 წლის ბოლოს აღმოვჩნდით იმ ფაქტის წინაშე, რომ ხელისუფლებამ ძალადობის, ჭორების გავრცელების, მოსყიდვის და გადაბირების მეშვეობით დაქსაქსა და გაანეიტრალა ოპოზიცია, ხოლო ლიდერების გარეშე დარჩენილი ხალხი შეშინდა, დაიბნა, და სამზარეულოებში ჩურჩულზე გადავიდა – საპროტესტო ტალღა ჩაქრა; ნათელი გახდა, რომ საზოგადოებას მოჯადოებული წრის საკუთარი ძალებით გარღვევის რესურსი აღარ ჰქონდა დარჩენილი და მეც მძიმე არჩევანი დამიდგა: ან იმ რეალობას უნდა შევგუებოდი, რომ ჩემი სამშობლო, ჩემი ხალხი ათწლეულებით ამ კოშმარში დარჩებოდა, ხელი ჩამექნია, წავსულიყავი და თავი უცხოეთისთვის შემეფარებინა, ან უნდა დავრჩენილიყავი და მებრძოლა.
არ დავმალავ, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, რადგან პოლიტიკური საქმიანობა არასდროს მაინტერესებდა და, ამასთან, არსებული რეჟიმის ხასიათიდან გამომდინარე, ეს ძალიან სახიფათო იქნებოდა, ჩემთვის და, რაც მთავარია, ჩემი ოჯახისთვის; თუმცა, საბოლოოდ, სწორედ ოჯახმა, ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა გადამაწყვეტინეს ქვეყანაში დარჩენა და ბრძოლის დაწყება.

“ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა დამარწმუნეს, რომ ვცდებოდი, თუმცა, არც იმის უთქმელობა ივარგებს, რომ ჩემი ოჯახიც, სხვა ქართული ოჯახებივით, ორი წლის განმავლობაში ჩურჩულით ველაპარაკებოდით ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის იმედით და თანადგომით შიში ვძლიეთ.”

 

იტვირთბა....