ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გლდანის ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება

გლდანის რაიონის ნაწილს დღეს გაზის მიწოდება შეუწყდება. როგორც „ყაზტრანსგაზ-თბილისში” აცხადებენ, გლდანის რაიონში, საშუალო წნევის გაზსადენის რეკონსტრუქციის მიზნით, 30 მაისს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება გლდანის „ა“ მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, მეტრო სადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსადგურთან არსებულ და ფორე მოსულიშვილის ქ. 1-ში მდებარე კორპუსების მოსახლეობას, ასევე გლდანის I და II მ/რ-ებს შორის, ხიზანიშვილის ქუჩასა და კარტოგრაფიის ფაბრიკის მიმდებარედ განლაგებულ კომერციულ ობიექტებს (დაახლოებით 2500-მდე აბონენტი).

სამუშაოების დასრულებისთანავე ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება.

“ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხს არ აგებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....