დედაქალაქის რამდენიმე რაიონს დღეს, სხვადასხვა სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ელექტრომომარაგების შეზღუდვა შეეხება გლდანის, ისნის, სამგორის, საბურთალოს, ნაძალადევის, კრწანისის, დიდუბის და ჩუღურეთის რაიონებს.
გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VIII მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების, მუხიანის IVა, IV ბ მიკრორაიონების, ჯანჯღავას და კაჭარავას ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილის III მასივის V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ანთიმოზ ივერიელის, ქობულაძის, ტატიშვილის, ბუკისციხის, ჩოჩუას, მესხეთის, კოპცოვის, ხარაბაძის, ჯიქიას, კაკაბეთის და ლაღიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ხომლელის და ჯავახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, კვანტალიანის, მინდელის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის , ზღვისუბნის დასახლების Xა და Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV, IX, X კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, გია რომელაშვილის, ლერი ლაგურაშილის და ხევძმარის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფირდოუსის ჩიხის, გორგასლის, ფაბრიკის, ხონელის, სოღანლუღის, ხარფუხის, ცურტაველის, გრიშაშვილის და შუშინის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალტუბოს და მირცხულავას ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანკტ-პეტერბურგის, მარჯანიშვილის და უზნაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.