ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარგველაშვილი სლოვაკეთის პრეზიდენტს ხვდება

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი კისკას ხვდება.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის თქმით, სლოვაკეთი არის საქათველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი. ზალკალიანის განცხადებით, სლოვაკეთის პრეზიდენტი აჭარის რეგიონსა და სამცხე-ჯავახეთსაც ეწვევა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტების შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე ისაუბრებენ.

სლოვაკეთის პრეზიდენტი პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც შევხდება. კისკა ბიზნეს ფორუმშიც მიიღებს მონაწილეობას.

იტვირთბა....