დღეს დილით, საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს სროლების შედეგად, ორი ადამიანი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანსპრესი“ ავრცელებს.
სამაშველო სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლის ერიკ მულენის ინფორმაციით, პირველი შეტყობინება გამთენიისას, ადგილობრივი დროით 05:42 საათზე შევიდა.
„32 წლის მამაკაცი, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. შედარებით მსუბუქი ჭრილობა მიიღო 40 წლის პოლიციელმა, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულთა ქვედანაყოფის თანამშრომელია“, – განაცხადა მულენმა.
ამ დროისთვს ინციდენტში მონაწილე პირთა ძებნა მიმდინარეობს.