ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ნიუ ორლეან პელიკანის 23 წლის მცველი, ბრაის დეჟან-ჯონსი, დალასში ცეცხლასროლი იარაღით მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ყველა წამყანი გამოცემა ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კალათბურთელი ერთ-ერთ სახლში შეიჭრა, სახლის მეპატრონემ კი მას ცეცხლი გაუხსნა. დეჟან-ჯონსი მიღებული ჭრილობისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.
NBA-ს მიმდინარე სეზონში დეჟან-ჯონსმა პელიკანის შემადგენლობაში 11 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 7 ქულას აგროვებდა.