ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ძლიერმა სეტყვამ დუშეთის და გორის რამდენიმე სოფელი დააზარალა

გუშინ ძლიერმა სეტყვამ დუშეთის და გორის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სოფლებში მოსავალი, თითქმის, მთლიანად განადგურებულია.

დუშეთის რაიონის სოფელი ებნისში სეტყვა იმდენად ძლიერი იყო, რომ სოფლის აბსოლუტურად ყველა ოჯახი დაზარალდა. ასევე განადგურებულია ადგილობრივი

მოსახლეობის სახლების სახურავებიც. გორის რაიონში კი ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე ახალუბანში, მეჯვრისხევსა და ახრისში სეტყვამ ბოსტნეული და ნათესები გაანადგურა.

ზარალის ოდენობა დაზუსტებული არ არის. მოსახლეობის უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.

იტვირთბა....