პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე, პრემიერ-მინისტრობას გეგმავს. ამის შესახებ მან “კურიერის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„არ არის გამორიცხული, რომ მე პრემიერ-მინისტრად მოვევლინო ამ ქვეყანას. მე გულახდილად ვამბობ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომ დავიწყო და მერე აპოლიტიკური გავხდე და გადავიდე ჩრდილში,” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პაატა ბურჭულაძის ახალი პოლიტიკური მოძრაობის პირველი პარტიული ყრილობა იყო, სადაც ბურჭულაძემ საზოგადოებას მისი გუნდის ახალი წევრები გააცნო.