ჯანდაცვა

1 ცალი ვაშლი, ყავა და ჩაი: ყველაზე ხელმისაწვდომი 3 დღიანი დიეტა

საუზმე: 1 ცალი იოგურტი (0 % )

1 ცალი ვაშლი

შავი ყავა ან ჩაი ( სასურველია უშაქროდ, ან ძალიან მცირე რაოდენობის შაქრით)

 

სადილი: ბოსტნელის, საქონლის ხორცის ან ქათმის წვნიანი. 1 ნაჭერი ორცხობილა ან 2 დღის წინ გამომცხვარი პური.

 

ვახშამი: ბოსტნელის, საქონლის ხორცის ან ქათმის წვნიანი. დესერტად 1 ცალი ფორთოხალი.

 

სადილსა და ვახშამს შორის, შეგიძლიათ მიირთვათ 50 გრამი შავი შოკოლადი, 1 ცალი ვაშლი ან 1 ცალი იოგურტი.

 

ძილის წინ, მწვანე ჩაი ან პიტნის ნაყენი.

 

შენიშვნა: წვნიანის მომზადების კონკრეტულ რეცეპტს მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია ის დაამზადოთ მცენარეულ ზეთზე და საქონლის ან ქათმის ხორცი არ იყოს ძალიან ცხიმიანი. სხვა შეზღუდვა, არ არსებობს.

 

არც ულუფებია გრამებით გათვლილი. მიირთვით იმ დოზით როგორც ჩვეულებრივ დღეებში მიირთმევთ ხოლმე. თუ ზედმიწევნით დაიცავთ დიეტის 3 დღეს, აუცილებლად მოიკლებთ 2-3 კილოგრამამდე.

ეს დიეტა პირველად გამოიყენეს, ძალიან დიდი წონის პაციენტებზე. პირველი 3 დღე, სწორედ ამ დიეტის წყალობით, ჭარბწონიან პაციენტებს წონაში კლებას აწყებინებდნენ და ამის შემდეგ, მათი მდგომარეობის შესაბამის დიეტაზე სვამდნენ. ეს მათი ორგანიზმისთვის ერთგვარი შესაგუებელი ხერხი იყო მკაცრ დიეტაზე გადასვლისთვის.

 

ნუტრიციონისტები ირწმუნებიან, რომ დიეტა, რომლელიც ჭარბწონიანთათვის წონაში კლების დასაწყებად ეფექტური საშუალებაა, არაჩველებრივი გამოსავალია ქალებისათვის, ზამთარში დაგროვილი რამდენიმე კილოგრამის მოსაშორებლად.

 

დიახ, ქალებისათვის, რადგან ეს დიეტა ეკრძალებათ მამაკაცებს და იმ ქალებს, რომლებსაც დიდი ფიზიკური დატვირთვა უწევთ.

 

დიეტის დაცვის დროს, ფიზიკური ვარჯიში და სპორტი რეკომენდებული არ არის.

იტვირთბა....