ჭიათურაში სატვირთო მანქანა გზაზე დაგორდა და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მასთან ერთად მყოფი 7 წლის მოზარდი კი მძიმედ დაშავდა. იგი თბილისში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აქვს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ „კახეთის საინფორმაციო“ ცენტრი ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.